2016-04-21 13:42:22, 651 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი მაკა წიკლაური გარდაიცვალა
ჟურნალისტი მაკა წიკლაური გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მასთან ერთად მისი დედამთილიც გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მაკა წიკლაურს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ის წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა.
"ექსპრესნიუსი" მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან