2016-04-21 11:45:20, 563 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ცენტრალთან“ ერთმანეთს გარე და შიდა მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ
„თბილისი ცენტრალთან“ გარე და შიდა მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ბაზრობის შიდა მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად მაღაზიები დაკეტეს. მათი განცხადებით, გარემოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან და საქონელს გაცილებით უფრო იაფად ყიდიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცნობისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის აქცია იმართება. საპროტესტო აქციაში მაღაზიების მეპატრონეები და ბაზრობაზე დასაქმებული მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან