2016-04-21 11:35:21, 518 ნახვა
საზოგადოება
გარევაჭრობის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
„თბილისი ცენტრალთან“ გარევაჭრობის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.
ცნობისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის აქცია იმართება. საპროტესტო აქციაში მაღაზიების მეპატრონეები და ბაზრობაზე დასაქმებული მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან