05:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 09:45:17, 524 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 12-წლამდელთა საკალათბურთო ტურნირი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 12-წლამდელთა ტურნირი გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში მონაწილე 6 გუნდი კენჭისყრის შედეგად „ა“ და „ბ“ ქვეჯგუფებში გადანაწილდა. დღეს „ა“ ჯგუფში თბილისის „overtime” რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის საკალათბურთო გუნდ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 69:68 დაამარცხა, ხოლო, „ბ“ ჯგუფში ორი თბილისური გუნდი შეხვდა ერთმანეთს, - თავდაცვის სამინისტროს 12-წლამდელთა გუნდმა „არმიამ“ ზაზა ფაჩულიას გუნდი „ზაზა“ ანგარიშით 56:46 დაამარცხა.

ტურნირი 23 აპრილს დასრულდება. ტურნირის ბოლო დღეს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეიოფში შეხვდებიან ერთმანეთს.

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება. ტურნირის მიზანი საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაცია, მოზარდ კალათბურთელთა ოსტატობის დონის ამაღლება და პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics