05:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 17:13:58, 539 ნახვა

საზოგადოება
ერნგეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს  ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე. საუბარი შეეხო ტირიფონის  სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხს.

შეხვედრაზე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.
ქართულმა მხარემ ასევე დააყენა აღდგომის დღესასაწაულზე მოსახლეობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საფლავების დაუბრკოლებლად მონახულების შესაძლებლობის საკითხი.

ასევე,  ისაუბრეს  საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი,  ახალგორის მკვიდრ დავით ბაშარულის საქმის  ირგვლივ ხელახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით  და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა,  მიმდინარე საკითხებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 66-ე შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics