|
2016-04-19 18:57:39, 550 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ სოზარ სუბართან ერთად სოფელ წაბლანაში დაღუპულებს მიაგო პატივი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს ტრადიციულად პატივი მიაგო წაბლანას ტრაგედიის დღეს გარდაცვლილებს. რეგიონის პირველმა პირმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან ერთად გვირგვინებით შეამკეს ტრაგედიის ადგილზე გაშენებულ სკვერში მდებარე მემორიალი. შემთხვევის ადგილზე გარადაცვლილთა სახელზე სიმბოლურად 23 ხეა დარგული. მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველ წელს იკრიბებიან მემორიალთან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტრაგედიის ადგილას მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „ბოლო წლებია ტრაგედიის ადგილზე ნათესავებთან ერთად, ჩვენც, მთავრობის წევრებიც ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას". არჩილ ხაბაძემ ისაუბრა ასევე რეგიონის მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლის თანახმადაც ხულოში 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობას დახმარება გაეწია. შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015", რომლის მიზანსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისათვის საცხოვრებელი კორპუსიის აშენება. მთავრობამ მათ 5000 კვმ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში და საპროექტო დოკუმენტაცია გადასცა, ასევე გამოუყო 1 550 000 ლარი. „აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად 25 წელიწადზე მეტ ხანს დაკონსერვებული პრობლემა გადაიჭრა. მოცემული ეტაპისთვის ამხანაგობა „წაბლანა 2015"-ს უკვე გადაეცა 1 550 000 ლარი. აჭარის მთავრობასა და „აჭარისწყალი-ჯორჯიას" შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად კი კომპანია ამხანაგობას დაეხმარება 1 775 000 ლარით. თუმცა აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ რჩება მეწყერსაშიში ზონები, სადაც მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში მათი განსახლება უსაფრთხო ადგილებში ეტაპობრივად ხორციელდება. გეოლოგიური სამსახურები ადგილზე სისტემატურად მუშაობენ, რათა საშიშროება დროულად იქნეს თავიდან აცილებული." -განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ წაბლანაში 27 წლის წინ მოხდა ეკოლოგიური ტრაგედია. 1989 წლის 19 აპრილს უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის მთლიანი კალთა მოწყვიტა და სოფელი წაბლანა მეწყერის ქვეშ მოაქცია. ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. მძინარე ადამიანებმა გაღვიძებაც კი ვერ მოასწრეს. მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)