2016-04-12 18:22:46, 498 ნახვა
საზოგადოება
შილდის საზოგადოებრივ ცენტრში მსახიობმა მურმან ჯინორიამ პოეზიის საღამო გამართა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, შილდის საზოგადოებრივ ცენტრში მსახიობმა მურმან ჯინორიამ პოეზიის საღამო გამართა.
მურმან ჯინორიას შემოქმედების მოყვარულებს, სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, საშუალება ჰქონდა ორი საათის განმავლობაში მოესმინათ კლასიკოსი მწერლების გენიალური პოეტური ქმნილებები.
მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მაყურებლის წინაშე მონოსპექტაკლითაც წარდგა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ანალოგიური ღონისძიებების ორგანიზებას კვლავაც განაგრძობს და უახლოეს დღეებში სხვა სოფლებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებშიც მოეწყობა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან