|
2016-04-19 12:52:03, 528 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „50 საჯარო მოხელის“ პირველი გამოშვება - იუსტიციის მინისტრმა მონაწილეებს დიპლომები გადასცა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტი „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეებს დიპლომები გადასცა. მინისტრი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, ახალგაზრდებს კურსის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომები პროექტში მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს გადაეცათ. კურსი მაღალი მაჩვენებლებით 50-დან 37-მა ახალგაზრდამ დაასრულა. პირველ ჯერზე ისინი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 4-თვიან სტაჟირებას გაივლიან, სტაჟირების დასრულების შემდეგ კი გამოვლინდება 5 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ერთთვიან სასწავლო კურსზე გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, ბორმუთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში. სწავლება სრულად ფინანდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა და მას მინისტრთან ერთად პროექტში ჩართული ახალგაზრდები, ტრენერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მოეწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაციაც. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტი „50 საჯარო მოხელე“ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ემსახურება ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობას, დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებას, საჯარო სამსახურის სისტემაში თვითდამკვიდრებისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას. პროექტში მონაწილეობა შეეძლო 21-25 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას საქართველოს მასშტაბით. რთული შესარჩევი კონკურსი მოიცავდა ტესტირებებსა და გასაუბრებას. შესაბამისად, მხოლოდ საუკეთესო კანდიდატებს შეეძლოთ პროექტში მონაწილეობის მიღება. პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩა 50 საუკეთესო ახალგაზრდა. ისინი სპეციალურად ამ პროექტისთვის შემუშავებული ინტენსიური, უნიკალური, კომპლექსური სასწავლო პროგრამით გადამზადდნენ. ექვსთვიანი კურსი მოიცავდა განსხვავებული შინაარსის 33 ტრენინგს. სასწავლო პროცესში ჩართული იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროფესიონალები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. გადამზადების კურსი მიმდინარეობდა 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)