04:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 11:17:07, 565 ნახვა

საზოგადოება
მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშოები: გზის გაფაროების მიზნით, მოიჭრა 8840 კბ.მ მთის ფერდობი, მოიჭრა და მოსწორდა მიწის გრუნტი, დაიყარა და მოსწორდა ფრაქციული ქვა-ღორღი, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ბორდიურების მოწყობა. 

სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს. პროექტის მიხედვით, ახალ გზაზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.

„სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთან დააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics