04:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 10:54:25, 681 ნახვა

საზოგადოება
ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - არიან დაშავებულები

ლილოს დასახლებაში გამთენიისას გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძარი სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და 400 კვ/მ-ის ფართი განადგურდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად 400 კვ/მ-ზე დაიწვა ჭურჭლის საწყობი. ადგილზე 12 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.  

ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - მეხანძრე და თავად ობიექტის დაცვის თანამშრომელი. მეხანძრეს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics