|
2016-04-18 17:41:09, 425 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის დელეგაციას შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, რომელიც აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით დაიგეგმა, მიზნად ისახავს პენიტენციური დაწესებულების მართვის (Unit Management), მსჯავრდებულთა რისკების შეფასების, კლასიფიკაციის მეთოდოლოგიის დანერგვისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარებას. უწყების ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ში საქართველოს პენიტენციური სისტემის არაერთი თანამშრომელი გადამზადდა და ამერიკულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემამ აშშ-ს პენიტენციური სისტემისგან რამდენიმე კარგი პროგრამა გაიზიარა, რომლებიც დღეს N 16 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ხორციელდება. „აშშ-ს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთან მჭიდრო სამსახურებრივი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მსჯავრდებულების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა, უკვე აქტიურად დაინერგა ჩვენს სისტემაში. აშშ-ს დელეგაცია ამ მიმართულებით ჩვენს საქმიანობას გაეცნობა, რის შემდეგაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გასატარებელ რეფორმებს დავგეგმავთ“, _ განაცხადა კახა კახიშვილმა. მინისტრის თქმით, მიუხედავად ურთულესი მემკვიდრეობისა, სამინისტროს თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის, ასევე, აშშ-ს და ევროპული გამოცდილების გაზიარების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. კახა კახიშვილის თქმით, გაწერილია პენიტენციური სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლებას, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების და პატიმართა დასაქმების საკითხებს მოიცავს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში INL-ის მრჩევლმა ენტონი სტრეველერმა აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ვისკონსის შტატის პენიტენციურ დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა საერთო მიზნის მიღწევას _ საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმირებასა და გაუმჯობესებას ემსახურება. „თქვენს სისტემაში პროგრესი უკვე შესამჩნევია და ჩვენი დელეგაციის ორკვირიანი ვიზიტი რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაცვლის კარგი საშუალება იქნება,“ - განაცხადა ენტონი სტრეველერმა. ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მონახულება. ასევე, სამინისტროსა და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან, ცენტრალური აპარატის მულტიდისციპლინარულ გუნდთან, დაწესებულებების მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფებთან და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა. აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2014 და 2015 წლებში სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)