04:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 15:58:48, 511 ნახვა

საზოგადოება
მთავრობასა და „გილეადს“ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის ათწლიანი პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის ათწლიანი პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ მარტინმა მოაწერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს.

ხელმოწერის ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics