02:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 13:02:03, 561 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკვადორის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 16 აპრილს ეკვადორის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რომელსაც არსებული მონაცემებით 270-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ათასობით ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ეკვადორის მთავრობას, ეკვადორელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics