2016-04-17 16:36:22, 580 ნახვა
საზოგადოება
მერია: თემქაზე სკვერების რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამ დროისათვის რემონტდება ადგილზე არსებული აუზი და შადრევანი. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ანაპისა და ჩარგლის ქუჩებს შორის არსებულ სკვერსაც. პროექტების მიხედვით სკვერებში მთლიანად იცვლება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოპირკეთდება ზედაპირი. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მონტაჟდება ხის პანელები, სკამები, იცვლება სკვერებში არსებული განათებები. წესრიგდება მწვანე საფარი.
ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია სულ 7 სკვერს უტარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან