08:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 22:31:59, 495 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევებზე: ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე

"ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე" - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევებს "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ის არ ენდობა NDI-ის და IRI-ის თბილისის ოფისის კვლევებს.

"მე არ ვაღიარებ NDI-ის და IRI-ის თბილისის ოფისის კვლევებს. 10 წლის მანძილზე ტარდება კვლევები და ეს არის კლასიკური მაგალითი საინფორმაციო ზემოქმედებისა, თუ რა ომი მიდის საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს არის დამახინჯებული პროცენტები და ეს არის საზოგადოების მოტყუება." - განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, ისინი თავიანთ კვლევებს ორშაბათს გაასაჯაროვებენ.

"ორშაბათს ჩვენ გავასაჯაროვებთ ჩვენს კვლევებს, რომლის მიხედვითაც, გამოვკითხეთ 28 517 ადამიანი და მათგან 67% არ ენდობა ამ ორგანიზაციებს, 26%-მა საერთოდ არ იცის მათი არსებობის შესახებ. დაახლეობით 3% ენდობა და 4% თავს არიდებს პასუხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოკითხული 28 517 ადამიანიდან არცერთი არ აღმოჩნდა, ვინც გამოკითხა NDI-იმ. ამ ყვეალფერს ჩვენ გავასაჯაროებთ ორშაბათს," - განაცხადა ინაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics