01:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 18:21:05, 471 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას შვედი სტუდენტები გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ შვედეთის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების  დელეგაცია ესტუმრა.

შეხვედრა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის“ (ELSA Tbilisi) ორგანიზებით, ორმხრივი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სტუმრები დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითად პროგრამებსა და საქმიანობას. მათ შორის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზნებსა და შედეგებს.

შეხვედრის დასასრულს შვედმა სტუდენტებმა თბილისის იუსტიციის სახლში მოქმედი სოციალური საწარმო - კაფეტერია დაათვალიერეს, სადაც დასაქმებულია ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები.

„ელსა შვედეთის“ დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ესტუმრნენ საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თბილისის იუსტიციის სახლს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს. დაგეგმილია შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ელსა საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში. 

როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics