23:44 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 16:31:30, 575 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ელსას შორის მემორანდუმი გაფორმდა

აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ბიურო იღებს ვალდებულებას ელსას წევრ 20 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობენ, 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტაროს. სტუდენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ზოგად კურსს აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 18-დან 22 აპრილამდე გაივლიან.

პროექტის ამოცანაა, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარის ფარგლებში ისინი გაეცნობიან საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს  და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართება დისკუსიები და განიხილება რეალური შემთხვევები. მათ ექნებათ შესაძლებლობა პირადად დაესწრონ სააღსრულებო წარმოების გარკვეულ ეტაპებს. 

მომავალი იურისტები ასევე მოისმენენ პრეზენტაციებს იძულებითი აუქციონის, მოვალეთა რეესტრის, ელექტრონული აღსრულების, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ.

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.  

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გაუძღვებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics