23:43 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 15:44:50, 553 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებში აშენდა და  20 წელია არ ფუნქციონირებს.

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შენობა მთლიანად გარემონტდება. კერამო-გრანიტითა და ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება იატაკი, გაკეთდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მდფ-ის კარები, გამოიცვლება შენობის სახურავი. ასევე, დამონტაჟდება  გათბობის სისტემა, მოწესრიგდება ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი.  გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს მოპირკეთებასაც ითვალისწინებს.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 922 556,31 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics