23:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 13:21:02, 545 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

„22-23 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში.“ ორდღიანი კონფერენცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ტარდება და მასში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ უცხოელ სტუმრებს შორის არიან: Ericsson-ისა და TeliaSonera-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის ექსპერტები სათაო ოფისიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ხელმძღვანელი ნიუ იორკის სათაო ოფისიდან, პოლონეთის გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი.

 კონფერენციის ფარგლებში მიმოხილული იქნება კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტადარტები, საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივები. კონფერენციის პირველ დღეს ასევე დაფუძნდება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი საქართველოში.

კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კონფერენციის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, - ნათქვამია სიდა-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics