23:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 11:53:27, 427 ნახვა

საზოგადოება
ლონდონში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა

ლონდონის ევროპის სახლში  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და  დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა სიტყვით მიმართეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კრებულის შესახებ დეტალურად ისაუბრა მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ, რომელმაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.  

პრეზენტაცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი “Where Europe Meets Asia: Georgia 25 - A Cultural Feast in London marking 25 Years since the Restoration of Georgia’s Independence”  11-დან 17 აპრილის ჩათვლით ლონდონის  წიგნის ბაზრობის პარალელურად იმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics