02:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 13:55:29, 388 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: როგორც წესი, NDI ჩვენ არ გვწყალობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი ჯერ არ უნახავს.

როგორც ცნობილია, კვლევის პოლიტიკური ნაწილი ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა ზოგადად, პარტიებმა  შედეგები მანამდე  იციან.

ფოფხაძის თქმით, საერთოდ, NDI „ქართულ ოცნებას“ არ წყალობს, თუმცა რაღაც  სარგებელი NDI-ს კვლევებს მათთვისაც ექნება:

„ჩვენ ძალიან დაბალი პროცენტი გქვონდა  წინასაარჩევნო რეჟიმშიც NDI-სთან, როგორც ჩანს, NDI-ს კვლევებში „ქართული ოცნება“ ზოგადად  არ არის ბოლომდე მისაღები და სასურველი  პოლიტიკური სუბიექტი. შეიძლება,  ეს  მათი კვლევის მეთოდოლოგიის  ბრალია. როგორც  წესი,  NDI ჩვენ არ გვწყალობს მაგ კუთხით. ჯერ არ მაქვს ნანახი.  ბუნებრივია, რაღაც დონეზე ნდობა-უნდობლობის მიუხედავად, ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევას  ადამიანი მაინც უნდა ღებულობდე იმ კუთხით, რომ მაინც კრიტიკულად შეაფასო და რაღაც დონეზე გამოიყენო. შესაბამისად, რაღაც სარგებელი NDI-ს ნკვლევებსაც ჩვენთვის ექნება“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics