01:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 18:34:25, 478 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის თქმით, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რეფერენდუმის ჩატარება მიმდინარე წლის აგვისტომდე იგეგმება.

„ჩვენ უკვე განვიხილავთ თარიღს. კონკრეტულად, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ვგეგმავთ, რომ აგვისტომდე ჩატარდეს რეფერენდუმი“, - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა.

მისი განმარტებით, ე.წ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს. როგორც თიბილოვმა აღნიშნა, რუსეთისგან სწრაფ რეაგირებას არ ელოდება.

თიბილოვის თქმით, ის 100% დადებით შედეგებშია დარწმუნებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics