21:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 15:00:40, 495 ნახვა

საზოგადოება
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე 2016-17 წლების სამოქედო სტრატეგია განიხილეს

დღეს არის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, რომელზეც მთელ რიგ კონვენციებზე იქნება მსჯელობა, - ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ კომისიას ძირითადი ფუნქცია არის, პოლიტიკის შემუშავება შრომის მიმართულებაზე. როგორც სერგეენკომ აღნიშნა ამ სტრატეგიის შემუშავება მოიცავს შრომითი დავების მედიაციას, შრომის ინსპექციასა და ასევე საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების საკითხებს.

„ეს არის ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი და ანალიტიკური სტრუქტურა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მსჯელობა ასევე იქნება მინიმალურ ხელფასებზე, მინიმალური ხელფასი იმას აღნიშნავს, რომ ჩვენ ამას ახლა შემოვიღებთ იმიტომ რომ მინიმალურ ხელფასს აქვს თავისი პლუსი, მაგრამ არანაკლები მინუსიც“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა განმარტა ყველა ქვეყანა არ იზიარებს ამას.

„დღეს ამაზე დისკუსია იქნება. საქმიანი მსჯელობა და არა გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს ციფრებში გამოხატული“, - განაცხადა სერგეენკომ

კომისიის სხდომაზე 2016-17 წლების სამოქედო სტრატეგია განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის, მედიაციის, საპენსიო პოლიტიკის, მინიმალური ხელფასის ოდენობის, განათლებისა და საინვესტიცო პოლიტიკის საკითხებს მოიცავდა.

შეხვედრაზე სოციალური ქარტიის გარკვეული მუხლების რატიფიცირების შესახებაც იმსჯელეს. ასევე 144-ე მუხლის რატიფიცირება განიხილეს რომელიც მთავრობის დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს ემსახურება.

შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოც საკითხთა მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ასევა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics