01:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:59:17, 400 ნახვა

პოლიტიკა
2016 წლის ნატოს კვირეული გრძელდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ  პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გამართა.

ლექციის თემა „ნატოს  ვარშავის სამიტის მოლოდინები“ იყო.  ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით 4 აპრილს დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა გახსნეს.

კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში უკვე ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მათ შორის, ორდღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან და სხვა. ასევე, იგეგმება პროექტი „ერთი დღე ჯარში“ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის. გამწვანების აქცია გურიაში, სტუდენტების ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში, კონკურსები, კონფერენციები, დებატები და სპორტული ღონისძიებები.

ცნობისთვის, ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს  მხარდაჭერით  ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics