21:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:12:05, 531 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ჩალაუბანში  4 კმ-იანი რეაბილიტირებული  გზა დაათვალიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გზა 70-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, რის გამოც  ის მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის  მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა.

პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებულ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 950 675,00 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ის მსოფლიო ბანკის  დაფინანსებით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციის შედეგად,  ჩალაუბნის მოსახლეობა, სადაც 1200 მოსახლე ცხოვრობს, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics