23:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 18:15:13, 380 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთარობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი მთავრობიდან პარლამენტში უკვე შესულია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.

„ამ ნაწილში საჭიროა კოორდინაცია. იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იმ კუთხით, რომ საარჩევნო რეჟიმებზე გდაწყვეტილებებს იღებენ პარტიები, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ პროცესში საჭირო იქნება და სწორედ ამაზე იყო საუბარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებული განკარგულების ხელმოწერის იურიდიულ და ტექნიკურ დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, ამის თაობაზე საუბარი გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics