|
2016-04-08 17:49:31, 446 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა, ნონა თოდუას კი - არა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს. კანდიდატები - თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა, კომიტეტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა. მომხსენებელმა სასამართლოს წევრობაზე დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები წარმოადგინა და მათ საგანმანათლებლო და სამუშაო პრაქტიკაზე ისაუბრა. საკითხის განხილვა უშუალოდ კანდიდატების მოსმენით გაგრძელდა. თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ იმ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს, რასაც ისინი უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევის შემთხვევაში განახორციელებენ. ორივე კანდიდატმა მათზე გამოცხადებული ნდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ყურადღება ასევე გამახვილდა სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზეც. „სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ვერცერთი ხელისუფლება მოსახლეობის ნდობას ვერ მოიპოვებს თუ არ იქნება სამართლიანი სასამართლო, რომელსაც სწორედ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები ქმნიან“, - აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა. ნონა თოდუას ინფორმაციით, დღევანდელ დღემდე მას ორჯერ, მინდია უგრეხელიძის და ლადო ჭანტურიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, უკვე ჰქონდა შეთავაზება უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, თუმცა გამოუცდელობის და პრაქტიკის არ ქონის გამო, აღნიშნულ შეთავაზებებზე უარი განაცხადა. მისივე განცხადებით, თეორიული ცოდნის და გამოცდილების მიღების შემდეგ, იგი დღეს მზადაა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რასაც მოსამართლის მანტია ითვალისწინებს. მოსამართლეობის კანდიდატებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლის შემდეგაც ფარული კენჭისყრა მოეწყო. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა თამარ ლალიაშვილზე დადებითი (6 მომხრე, 2 ბათილი), ხოლო ნონა თოდუაზე უარყოფითი (5 მომხრე, 2 ბათილი, 1 წინააღმდეგი) დასკვნა მიიღო. როგორც სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განმარტა, მიუხედავად კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილებისა ორივე კანდიდატის საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)