23:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 16:57:50, 347 ნახვა

პოლიტიკა
გაბაშვილი: ვაჟა ლელუაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო

ვაჟა ლელუაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, -  ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის დაკავების ფაქტს. 

გაბაშვილის განცხადებით, პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.

„მიმდინარე ვიდეოშანტაჟსა და კადრების გავრცელებაზე არაფერი ითქვა, არადა ზედაპირზე დევს პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებიდან იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟში არის. ვაჟა ლელუაშვილი 2012 წლიდან დაპატიმრების შიშით ქართულ ოცნებასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში არჩევნებზე. 2013 წელს ის პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების მხარეს ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics