20:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 14:21:55, 476 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა.

არაოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც ბელარუსული მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულაროზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილური კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს.  ორი საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქათველოში ემოგზაურათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები- საცივი, ჩაშუშული, ხაჭაპური და ქართული ფოლკლორით ესიამოვნათ. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საღამოზე აჭარული ხაჭაპურისა და ცეკვა მთიულურის მასტერკლასებმა დაიმსახურეს. ქართული ფოლკლორი მინსკში ხელვაჩაურის ფოლკლორულმა გუნდმა „ათძალი“ წარადგინა.

“ აჭარის დღეების მიზანია, რომ ის დადებითი ემოციები, რაც ჩვენს ფოლკლორსა და სამზარეულოს მოაქვს ჩვენმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც იგრძნონ, შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა და დაგეგმონ თავიანთი არდადეგები აჭარაში. თუკი გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიების სტუმრების რეაქციასა და ემოციებს მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. უფრო მეტიც ისინი ჩვენი საღამოთი ვამოგზაურეთ აჭარაში, რაც საბოლოოდ ბელარუსული მედიისა და ტურისტული კომპანიების მიერ აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტებისა და ტურების ხარისხზე აისახება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა.

მინსკის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics