20:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 19:18:05, 566 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მედიატურის ფარგლებში იმყოფებიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" მტავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესითა და NATO-ს ვარშავის სამიტთან საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ჟურნალისტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობითაც დაინტერესდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტები მოამზადებენ მასალას, რომელიც ევროპის სხვადასხვა წამყვან მედია საშუალებებში გამოქვეყნდება, მათ შორისაა ავსტრიული Der Standard, დანიური Politiken, გერმანული Zeit Online, პოლონური პრესის სააგენტო PAP, ესპანური El Pais.

ვიზიტის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია - European Journalism Centre და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

ევროპელ ჟურნალისტთა 15 კაციანი ჯგუფის მედიატური მხარდაჭერილია ევროკომისიის "სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის" მიერაა ორგანიზებული და მიზნად ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას ისახავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics