19:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:40:37, 710 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს MASHAV-ის ექსპერტები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (MASHAV) ექსპერტები ესტუმრნენ.

დელეგაციას ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა კერესელიძემ გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ექსტენციის საკითხებთან დაკავშირებით სემინარები ჩაატარეს.

სამუშაო შეხვედრაზე კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც 2016 წელს ისრაელში, მაშავის პროფესიული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას ისახავდა მიზნად. მაშავის პროგრამა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სასწავლო კურსებში. ამავე პროგრამის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტები ტექნიკურ დახმარებას უწევენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობენ ქართველ ფერმერებსა და აგროექსპერტებს.

სამუშაო შეხვედრაზე მაშავის ექსპერტმა დევიდ სილვერმენმა წარმოადგინა პრეზენტაცია ისრაელის ექსტენციის მოდელის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრეთათვის ისრაელის გამოცდილებისა და აღნიშნულ დარგში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სექტორისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების განვითარების კუთხით. განსაკუთრებით საინტერესოა მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ექსტენციის მიმართულებით.

უცხოელი ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზის გაცნობა და მუშაობის სპეციფიკის ადგილზე შეფასება.

კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics