13:33 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 12:05:47, 286 ნახვა

საზოგადოება
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

22 ივლისს, ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით ერთი არასრულწლოვანი გუშინ ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, 2 ახალგაზრდის მდგომარეობა კი ექიმის თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია.

"ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. ორივეს სჭირდებოდა ოპერაცია. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს - მარცხენა მტევნის არეში.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება." - თქვა კლინიკა ჰელსიკორის დირექტორმა მედიასთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics