2016-04-05 23:22:39, 467 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: 99%-ით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კოალიცია დაშალა ბიძინა ივანიშვილმა
"99%-ით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კოალიცია დაშალა ბიძინა ივანიშვილმა" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
ის კოალიციის დაშლის ავტორად ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, ასახელებს და ამბობს, რომ მას მსგავსი გეგმა დიდი ხანია, აქვს.
"99%-ით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კოალიცია დაშალა ბიძინა ივანიშვილმა. თავისი მოსაზრებებით დაშალა და ეს ჩაფიქრებული ჰქონდა გაცილებით ადრე. არჩევნების წინ რომ დაშლიდა კოალიციას, ამის მოლოდინი გვქონდა," - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან