2016-04-05 20:13:24, 502 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
მან აღნიშნული განცხადება პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ კონტრასიგნაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია პრემიერ-მინისტრს ხვალ გადაეგზავნება.
გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელი შეხვედრაც შეაფასა და თქვა, რომ ის "ნაყოფიერი იყო" და მასზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები და საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან