2016-04-05 18:03:31, 378 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო
მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტი და პრემიერი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა - ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსს“ რეპორტიორი იტყობინება.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ შეხვედრა რეგიონში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება.
მათივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით თითქოს შეხვედრა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გაიმართება.
შეხვედრა ამ წუთებში დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან