2016-04-05 16:45:27, 373 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტი და პრემიერი სამუშაო შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრა რეგიონში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება.
მათივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით თითქოს შეხვედრა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გაიმართება.
შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან