|
2016-04-05 16:05:55, 462 ნახვა
პოლიტიკა
ქუთელია ყარაბაღის მოვლენებზე: ვერ ვხედავთ სტრატეგიულ ხედვას ამ პრობლემის გადაწყვეტის კუთხით საქართველოს როლის გააქტიურებაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია "ექსპრესნიუსთან" მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ სამეზობლოში ძალიან საგანგაშო ვითარებაა. "რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა იმ რეგიონალური მოთამაშისთვის, ვინც რეგიონში მშვიდობითაა დაინტერესებულია", - ამბობს ქუთელია. რაც შეეხება საქართველოს, როგორც მეზობელი ქვეყნის, როლს კონფლიქტის დარეგულირებაში, ქუთელიას თქმით, საქართველომ აქტიური დიპლომატიური მეთოდები უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ პირველ რიგში საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოახდინოს. "ხელი შეუწყოს პროცესებში საერთაშორისო ჩართულობას და ამ ჩართულობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის (ეს უნდა იყოს საქართველოს ფუნქცია), რომ რუსეთს ჰქონდეს მინიმალური სივრცე ამ პროცესში, ითამაშოს რაიმე მედიატორის, ან მსგავსი ტიპის როლი", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. ქუთელიას შეფასებით, სამეზობლოში არსებული პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით, საქართველოს როლი გასააქტიურებელია და სამწუხაროა, რომ ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა არ არსებობს: "იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ ვიღებთ ხელისუფლებისგან, საკმაოდ მწირი და არაეფექტური კომუნიკაციაა, იგივე ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ძნელია ვთქვა, რომ მთავრობა ამას აკეთებს. ვერ ვხედავთ აქტიურობას, ვერ ვხედავთ, რომ ამოქმედებულია კონსულტაციების მექანიზმები და რაც მთავარია, ვერ ვხედავთ, კარგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ ხედვას ამ პრობლემის გადაწყვეტის კუთხით, საქართველოს როლის გააქტიურებასთან დაკავშირებით",-აღნიშნავს ქუთელია. მისივე განმარტებით, თუ მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაცია გაიზრდება, ეს გაზრდის საფრთხეს საქართველოსთვისაც. "გაზრდის საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობის ალბათობას და ამ პროვოკაციების ავტორი, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს რუსეთი. ამიტომ, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს მზად. გარდა ამისა, ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ზოგადად რეგიონში, როგორც ეკონომიკური კუთხით განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. საკმაოდ რთული პროცესი იქნება და მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეიძლება მალე საერთაშორისო ჩართულობით მშვიდობის მიღწევა", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ და დასძინა, რომ ისურვებდა ამ პროცესში აშშ-ს როლის დანახვასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას: "მე მაინც და მაინც ოპტიმიზმსს ვერ გავიზიარებ იმ ინფორმაციით, რასაც ვხედავ ჯერჯერობით საერთაშორისო აქტიურობის კუთხით. უფრო ძლიერი, პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტები უნდა იყოს ჩემი აზრით გამოყენებული და ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ არსებული მექანიზმი, რომელშიც რუსეთს თითქოს რაღაცა როლი ჰქონდა პოზიტიური, არაეფექტურია და ეს იყო რაღაცა მოჩვენებითი. 20 წლიანი ვითომდა მინსკის ფორმატში მოლაპარაკებების ფარგლებში, მაინც ბოლო ბოლო გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი უფრო აქტიურ და პირდაპირ ჩართულობას, ძლიერი საერთაშორისო აქტორების, კერძოდ აშშ-ს როლის დანახვას ამ პროცესში და ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართვას იმიტომ, რომ ეს უშუალოდ ევროკავშირის სამეზობლო რეგიონია",-განუცხადა ბათუ ქუთელიამ "ექსპრესნიუსს".
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)