21:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 14:05:15, 466 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ეს არის ერთადერთი ამოცანა,  რომელსაც დღეს  ქართული სახელწმიფო ემსახურება.

"საქართველოს მთავარი ამოცანა არის ის, რომ რეგიონის სტაბილურობისთვის გავაკეთოთ ყველაფერი და, რა თქმა უნდა,  ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ, მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველა ზომას მიმართოს და ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ უპირველესი ამოცანა- ცეცხლის შეწყვეტის ამოცანა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის მთავარი ამოცანა  დღეს  მოლაპარაკებების მაგიდასთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ევროპის სხვა და სხვა დედაქალაქებში მიმდინარეობს,  წარმატებოთ დასრუდლება",-განაცხადა თინა ხიდაშელმა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისივე  თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელწმიფ მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა,  იმედის  მოცემია.

"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთ ფორმატებში, ასეთე დალოგებში შეიძლება იყოს ნაპოვნი ის ოქროს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას",-განაცხადა თინა ხიდეაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics