2016-04-05 12:29:44, 493 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ ნატო-ს შეუერთდეს
"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო „რადისონში“ განუცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს.
"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატო-ში. ნატო-საც და ჩვენც, არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ ნატო-ს შეუერთდეს. ვარშავის სამიტისგან ველოდებით, რომ ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ გზას აღიარებს", - განაცხადა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან