|
2016-04-05 11:26:27, 369 ნახვა
პოლიტიკა
ისლანდიის პრემიერის გადადგომა ე.წ. პანამურ დოკუმენტებში ფიგურირების გამო მოითხოვეს
რეიკიავიკის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტმა ისლანდიის პრემიერ-მინისტრის სიგმუნდურ გუნეიგსონის გადადგომა მოითხოვა. ისლანდიის პრემიერ-მინისტრის სახელი ფიგურირებს ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში”, რომლებიც ოფშორულ საქმიანობას ეხება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ოპოზიცია იყო. დემონსტრაცია ისლანდიის პარლამენტის გვერდით მდებარე მოედანზე გაიმართა. თავად პრემიერ-მინისტრმა სიგმუნდურ გუნეიგსონმა ისლანდიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "პანამური დოკუმენტების" გამო გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, მთავრობა კარგ შედეგებს აჩვენებს და მისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოს დასრულება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ის ისლანდიის მოსახლეობის მოსაზრებას შემდეგ არჩევნებზე გაითვალისწინებს. გუნეიგსონის თქმით, "პანამურ დოკუმენტებში" ახალი არაფერი ყოფილა. გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ისლანდიის პრემიერ-მინისტრს ისლანდიურ ბანკებში არადეკლარირებული ინეტერესები გააჩნია, რომელთა დასახმარებლად 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო. ამას გარდა, დოკუმენტების თანახმად, სიგმუნდურ გუნეიგსონმა და მისმა მეუღლემ 2007 წელს შეიძინეს ოფშორული კომპანია Wintris. მას შემდეგ, რაც 2009 წელს გუნეიგსონი პარლამენტის წევრი გახდა, მან აღნიშნულ კომპანია არ დაადეკლარირა. რვა თვის შემდეგ კი კომპანიის 50 პროცენტი თავის მეუღლეს ერთ დოლარად მიყიდა. ამ კომპანიამ ისლანდიურ ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩადო. სიგმუნდურ გუნეიგსონის მთავრობა ისლანდიის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. ის საბანკო სექტორის დახმარებისკენ მიმართული მსხვილი გარიგებებით არის ცნობილი. ცნობისთვის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტებმა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები გახსნეს. დაახლოებით 11 მილიონი დოკუმენტიდან იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის არსებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა. დოკუმენტები შეიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მოსაკ ფონსეკა პანამური იურიდიული ფირმაა. ის ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)