19:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 19:02:03, 433 ნახვა

პოლიტიკა
კვაჭანტირაძე: მათი პოლიტიკური ცხოვრება, რომლებიც გადაწვეტენ, რომ დღევანდელ მეგობრებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, დასრულდება

"იმ  ადამიანების, რომლებიც   ხვალიდან გადაწვეტენ,  რომ დღევანდელ მეგობრებს, პარტნიორებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, უცბად გამოიღვიძეს და გაახსენდათ, რომ იყვნენ უმრავლესობაში და კონიუნქტურა მოითხოვს ახლა მმართველი პარტიის ლანძღვა-გინებას,  პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში დასრულდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრობლემები კი არა, სამუშაო მოგვემატება იმ თვალსაზრისით, რომ გაცილებით უფრო მეტი დროის დახარჯვა მოგვიწევს, ალბათ, უმრავლესობის შიგნით ცალკეული საკითხების შესათანხმებლად და ეს ბუნებრივი პროცესია. მე ამაში ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ გაცილებით უფრო ენერგიული და მეტი დროის დათმობა მოგვიწევს ამა თუ იმ საკითხების შესათანხმებლად. ზოგადად, მე მინდა ვთქვა სხვა რამ. ის, რომ ყველამ ცალ-ცალკე გავაკეთეთ დეკლარირება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მომავალ არჩევნებში ცალ-ცალკე წარვდგებით და ხალხსაც დავუდასტურებთ (მე მარტო „ქართულ ოცნებაზე“ არ ვლაპარაკობ),  თუ რამდენად რეიტინგულები და საჭირონი ვართ საზოგადოებისთვის, ამაზე უკვე ყველამ გააკეთა განცხადება. ასე რომ, ამ თემას არ დავუბრუნდები, მაგრამ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა საქართველოს ამომრჩევლის წინაშე, რომ კოალიცია მომავალ არჩევნებამდე იქნებოდა ერთიანი, ამიტომ თუ ვინმეს ამ პასუხისმგებლობის დეფიციტი გაუჩნდება, მე ცალკეულ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს თანამდებობებზე არიან, ხვალ უცბად თანამდებობიდან გადასკუპებას მოინდომებენ ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნების“ აქტიური კრიტიკის რეჟიმში, მე სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით ვამბობ იმას, რომ ასეთი პოლიტიკოსები საკუთარ თავს ევთანაზიის რეჟიმში გადაიყვანენ (ამ შემთხვევაში არავის არ ვგულისხმობ).

ევთანაზიის რეჟიმს მე მგონი განმარტება არ სჭირდება, ეს არის როცა საკუთარი ნებით სასიცოცხლო აპარატს გამორთავს. ეს ადამნიანები შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სცენას დიდი ხნით ჩამოშორდნენ. არ დავაკონკრეტებ.

იმ ადამიანების,  რომლებიც  ხვალიდან გადაწვეტენ,   რომ დღევანდელ მეგობრებს, პარტნიორებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, უცბად გამოიღვიძეს და გაახსენდათ, რომ იყონ უმრავლესობაში და კონიუნქტურა მოითხოვს ახლა მმართველი პარტიის ლანძღვა-გინებას,  ასეთი ადამიანების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში იქნება დასრულებული და ამას ამომრჩეველი არჩევნებზე წერტილს დაუსვამს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics