19:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 12:43:32, 343 ნახვა

პოლიტიკა
კახა შარტავა: არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს

„ეროვნული ფორუმი“ გადის კოალიცია „ქართული ოცნების „ შემადგენლობიდან და ტოვებს საპარალამენტო უმარვლესობას, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, საპარალემნტო ფრაქცია და პარტიის  წარმომადგენლობა ადგილობრივ  თვითმართველობაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას. 

„2016 წლის 3 აპრილს გაიმართა ეროვნული ფორუმის მეხუთე რიგგარეშე  ყრილობა,  რომელზეც  განხილულთა შორის ერთ-ერთი  მთავარი იყო მომავალ საპარელამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმის საკითხი.  2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე  მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

მიზანი მიღწეული იქნება ეტაპობრივად საპარალამენტო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  არჩევნებში კოალიციის გამარჯვებით. ამ საქმეში „ეროვნულმა ფორუმმა“  კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან ერთად და მათთან   მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამომდინარე აქედან „ეროვნული ფორუმის“  პარტიის ყრილობა  კოლაიციის შემადგენლობაში  ამოწურულად ჩათვალა.

„ეროვნულმა ფორუმმა“ პირნათალად შეასრულა კოალიციის წინაშე  ნაკისრი ყველა   ვალდებულება. „ეროვნული ფორუმი“  2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში  მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. „ეროვნული ფორუმი“ გადის კოალიცია „ქართული ოცნების „ შემადგენლობიდან და ტოვებს საპარალამენტო უმარვლესობას. „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, საპარალემნტო ფრაქცია და პარტიის  წარმომადგენლობა ადგილობრივ  თვითმართველობაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას  შესაბამისი ორგანოების მორიგ არჩევნებამდე. „ეროვნული ფორუმი“ მადლობას უხდის კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას  თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა კახა შარტავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics