|
2016-04-02 19:10:38, 459 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ევროკომისარი საქართველოს კარგი ამბით ეწვია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის გეგმით გათვალისწინებული ვალდებებულების წარმტებით შესრულებას. ევროკომისარმა ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აღნიშნა. კერძოდ, მიგრაციისა და სამართლის სფეროებში გატარებული რეფორმები, უსაფრთხო, გაუყალებებელ დოკუმენტები, რომელიც კორუფციისგან თავისუფალ გარემოში გაიცემა და სხვა. ევროკომისარმა აღინიშნა, რომ საქართველომ 2013 წელს მიღებული გეგმა ძალიან მოკლე დროში წარმატებით შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ევროკომისრის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და გააძლიერებს ძალისხმევას, რათა საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით წევრი ქვეყნებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს. „საქართველომ ბოლო წლების შთამბეჭდავი და სწრაფი რეფორმებით, შექმნა მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის ევროპულ გზაზე",- განაცახადა ავრამოპულოსმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ევროკომისარი საქართველოში კარგი ამბით ჩამოვიდა. „როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ ერთად ვიყავით ბრიუსელში ევროკომისართან შესახვედრად, მაშინ ბატონმა ავრამოპულოსმა ბრძანა, რომ მაშინ ჩამოვა საქართველოში, როცა ჩვენთვის კარგი ამბები ექნება. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკომისარი ნამდვილად კარგი ამბით გვესტუმრა", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ევროკომისარი თბილისში 1 აპრილს ჩამოვიდა. დიმიტრის ავრამოპულოსი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და პარლამენტის თავმჯდომარეს. დაგეგმილია შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ევროკომისარი თბილისს 3 აპრილს დატოვებს.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)