18:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 16:44:22, 372 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ანდჟეი დუდას აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და  უსაფრთხოების საკითხებს.  შეხვედრისას ასევე საუბარი იყო  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ვარშავის სამიტისათვის მზადებას დაეთმო.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი ვარშავის სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი და იმედოვნებს, რომ სამიტი შეიტანს გარკვეულ პროგრესს საქართველო -ნატოს ურთიერთობებში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმების მიმდინარეობისას მიღწეული პროგრესის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემათ.

"საქართველოს პრეზიდენტის მოპატიჟებაზე პოლონეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, ის ჩამოვა საქართველოში, თუმცა იმედოვნებს, რომ თბლისში ჩამოსვლამდე იგი საქართველოს პრეზიდენტს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე იხილავს", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდეტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics