18:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 11:30:11, 346 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არ წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არ წარმოადგენს.

ამის შესახებ ჯანელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა,  ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს.

„ბატონი ავრამოპულოსის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ეს არის დადასტურება იმ ძალისხმევის, რომელიც საქართველომ გასწია, რათა თავისი საემიგრაციო პოლიტიკა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან. ჩვენ განვახორციელეთ შესაბამისი საკნონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები და დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - ვიზალიბერალიზაციაზე. ბატონმა ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - აღნიშნა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, კოლეგებთან არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუშლიდა.

"მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცედურები მალე დასრულდება და საქართველო ამ გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics