|
2026-03-16 19:59:12, 4150 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება
პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობას არ სურს დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს. „ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და დავპირდი მათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს მათთან. ჩვენ გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი - ერთ მხარეს არის გარემოს დაცვითი ინტერესები, მეორე, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, ნაყოფთან დაკავშირებული დავადებები, სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები. თუმცა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. დრო ბევრია, ძირითადი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია 2027 წლის პირველი თებერვლიდან. ერთი წლის განმავლობაში შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა პროდუქტებზე. შესაბამისად, იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)