|
2025-07-06 15:15:06, 1583 ნახვა
სამართალი
აშშ-ს და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კეზევაძე გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძე გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის.
მირზა კეზევაძეს დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა, სანქციები დაწესა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“. „საპროტესტო აქციების დროს ... შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები“, ხოლო „ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე“. - ეწრა სანქციების ხანსნა განმარტებაში მანამდე კეზევაძეს სანქციები დაუწესა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)