20:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 11:07:29, 527 ნახვა

პოლიტიკა
ბერლინის სასამართლო - არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე

გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმის განხილვისას ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" სტატუსის შესახებ სერიოზული ეჭვები არსებობს.

"არსებობს სერიოზული ეჭვები იმაზე, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობას". - წერია დასკვნაში. 

ბერლინის სასამართლოს ქართველმა წყვილმა მიმართა, რომლებსაც გერმანიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, რადგან საქართველოს გერმანია "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად" განსაზღვრავს. 

წყვილის თანახმად, ორივე საჯარო სექტორში მუშაობდა და საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა - ქმარი ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ცოლს კი შენიშვნა მისცეს. 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ (CJEU) მოლდოვის შესახებ საქმის განხილვის შედეგად დაასკვნა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ვერ გამოცხადდება, თუკი მისი ტერიტორიის რომელიმე უსაფრთხო არ არის. საქართველოს შემთხვევაში სასამართლო ამ მხრივ ყურადღებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე ამახვილებს.

გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს სტატუსი, როგორც "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა", LGBT პირების პოტენციური დევნის გამოც შეიძლება განიხილებოდეს. 

გერმანულ საინფორმაციო სააგენტოსთან, dpa-სთან საუბრისას ბერლინის სასამართლოს წარმომადგენელმა თქვა, რომ დასკვნის შედეგად ქართველ წყვილს ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გერმანიაში დარჩენა შეუძლია. 

საქართველომ მოლდოვასთან ერთად "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" სტატუსი 2023 წლის იანვარში აღიდგინა, რადგან ფედერალური მთავრობის თქმით, აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საფრთხის ქვეშ ძირითადად არ იმყოფება.

გერმანიაში ამ სტატუტის მინიჭება-არმინიჭების მიზანი მიგრაციასთან გამკლავების გამარტივებაა: თუკი თავშესაფრის მაძიებელი პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან არის, მაშინ მისი განაცხადის განხილვის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და თავშესაფარზე უარის თქმაც უფრო მარტივად ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics