04:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 16:31:50, 390 ნახვა

პოლიტიკა
„სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულებს“ - დიღმის იზოლატორთან აქცია იმართება

თბილისში, დიღმის იზოლატორთან, სლოგანით „სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულებს“ აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები 28-ნოემბრიდან 3-დეკებრამდე პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები - „ჩემი ხმა“ „საფარი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არიან.

მოქალაქეებს თან აქვთ ბანერები და ფოტოები, სადაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებია აღბეჭდილი.

„დასაჯეს თავის სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანები. ადამიანებს თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან ჩვენ ვხედავთ. მათ სასტიკად სცემენ დაკავების მანქანებსა და იზოლატორებში. ძალიან მნიშვნელოვანია ამას დროული რეაგირება მივცეთ. ამ ადამიანებმა იციან, რომ ჩვენ გვახსოვს ისინი და ბოლომდეე ვიბრძოლებთ მათ გასათავისუფლებმად“,- განაცხადა აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics