15:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 12:34:22, 1044 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში ISIS-ის ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირველი აფეთქება მეჩეთში მოხდა. მეორე ტერორისტმა კი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცაველებისა და მოსახლეობის მისვლის შემდეგ თავი აიფეთქა. 

როგორც მედია საშუალება იუწყება, დაღუპულთა შორის ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics